პროდუქცია
პარტნიორები
ხარაჩო შიდა სამუშაოებისთვის

ხარაჩო შიდა სამუშაოებისთვის

უკვე წარსულში დარჩა ხის ფიცრების ფენილებით აწყობილი, გადასაადგილებლად მოუხერხებელი და ზოგჯერ არცთუ უსაფრთხო  ხარაჩოები სარემონტო სამუშაოებისთვის.
დღეს უკვე ბევრი პროფესიონალი მშენებელი გეტყვით, რომ თავისი ტექნიკური მახასიათებლებით, მინი ხარაჩო შიდა სამუშაოებისთვის თუ ფასადის რემონტის დროს, როცა სამუშაო 5-6 მეტრის სიმაღლემდეა შესასრულებელი, საუკეთესო საშუალებაა. აქვე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მინი რკინის ხარაჩოები, თავისი კონსტრუქციის დამსახურებით, გამოსაყენებლად მარტივია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი ხელოსნებისთვის.


ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ მინი ხარაჩოს უპირატესობები:

მაქსიმალურად უსაფრთხოა

მინი-ხარაჩოს კონსტრუქცია დაპროექტებულია სიმყარისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დონის შესაბამისად. რკინის ხარაჩო გაცილებით სანდოა, ვიდრე ხისგან ხელით დამზადებული კოსნტრუქციები. სწორედ კონსტრუქციის დამსახურებით გახდა ეს მოწყობილობა დღეს ასეთი პოპულარული. მარტივად რომ ვთქვათ, მინი-ხარაჩო ერთგვარი კიბე-მაგიდაა. ასეთ კონსტრუქციის სამუშაო პლატფორმა მოხერხებულია მუშაობისთვის, რადგან მის სამუშაო პლატფორმაზე საკმარისი ადგილია როგორც ადამიანის მანევრიებისთვის, ისე აუცილებელი ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების დასალაგებლად.

 

მობილური და მოსახერხებელია

მინი ხარაჩოს კონსტრუქცია წარმოადგენს სამუშაო პლატფორმას, რომელიც ორ კიბეს შორის არის გადებული. მინი-ხარაჩოს მოდელების უმეტესობას აქვს ბორბლები, რომლებიც რაც ამ კონსტრუქციის მობილობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. სამუშაო პროცესში ხარაჩოს ბორბლები ფიქსატორებით მაგრდება.

ბორბლებიანი ხარაჩო კომფორტული და მოსახერხებელია როგორც რთული, ისე წვრილ-წვრილი სამუშაოებისთვთის.

 

მარტივია მონტაჟი და დემონტაჟი

მინი-ხარაჩოს ყველა მოდელი, კომპლექტაციისა თუ ტექნიკური თავისებურებების მიუხედავად, ექსპლუატაციისა და მონტაჟის სიმარტივით გამოირჩევა.

მინი ხარაჩოს დაშლა აწობა არ მოითხოვს სპეციალურ ხელსაწყოებს, სპეციფიკურ ცოდნას ან საგანგებო მომზადებას. მობილური მინი ხარაჩოს კონსტრუქციის მონტაჟი და დემონტაჟი ძალიან მარტივად ხდება. ერთი ადამიანი მინი-ხარაჩოს კონსტრუქციას, საშუალოდ, 5 წუთში ააწყობს ან დაშლის.

ადვილია ტრანსპორტირება და შენახვა

თავისი კონსტრუქციის დამსახურებით, სხვა ხარაჩოებზე კომპაქტური და მსუბუქია (წონა იწყება 32 კგ-დან), რის გამოც ადვილია მისი ტრანსპორტირება და სამუშაოს შესრულების შემდეგაც მარტივად შეინახავთ, შემდეგი გამოყენებისთვის.

მინი ხარაჩოს დანიშნულება

განკუთვნილია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის 6 მეტრამდე სიმაღლეზე. ანუ მინი ხარაჩო წარმატებით შეასრულებს თავის დანიშნულებას, როგორც საფასადე ხარაჩო.

გაცილებით საიმედო და კომფორტულია ექსპლუატაციის პროცესში, ვიდრე მისი ანალოგი ხის კონსტრუქცია ან, თუნდაც, კიბე.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მინი ხარაჩოების უმეტესობა 150-200 კილოგრამ დატვირთვას უძლებს. ასეთი მოწყობილობების სამუშაო სიმაღლე 2 მეტრიდან 5 მეტრამდე ვარირებს.

მინი ხარაჩო

მინი ხარაჩოს თავისებურება

სამშენებლო მინი ხარაჩოს კონსტრუქცია წარმოადგენს ორ კიბეს შორის გადებულ პლატფორმას. სამუშაო პლატფორმის სიმაღლე შეგიძლიათ დაარეგულიროთ 30 სმ-იანი ნაბიჯებით. ამასთან, მინი-ხარაჩოს კონსტრუქციის თავისებურება საშუალებას გაძლევთ, რომ იგი უსწორმასწორო რელიეფზეც გამოიყენოთ.

გადასაადგილებელი მინი-ხარაჩოები, ძირითადად, შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

ა) სამუშაო პლატფორმა;

ბ) კიბე;

გ) დიაგონალური დამჭერები;

დ) დამცავი მოაჯირი.

მინი ხარაჩოს ზოგიერთ მოდელს დამონტაჟებული აქვს ბორბლები, რათა ადვილად შგეძლოთ მისი გადაადგილება.  სამუშაო პროცესში სიმყარისთვის ბორბლები სპეციალური ფიქსატორებით უნდა დაამაგროთ.

 

მინი ხარაჩოს ასორტიმენტი

დღეს ბაზარზე წარმოდგენილია მინი ხარაჩოს სამი სახეობა:

1- მაქსიმალური სამუშაო სიმაღლის,

2- ფენილის სიმაღლის,

3- ფენილის გაბარიტებისა და დატვირთვის დასაშვები მაჩვენებლის მიხედვით.

მყიდველი მათ შორის არჩევანს ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით აკეთებს, რომლებიც დაგეგმილი სამუშაოს მოთხოვნებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. საჭიროების შემთხვევაში კი კომპლექტაციის დამატებთი დეტალების შეძენაც შეიძლება.

 

მინი ხარაჩოს მასალა

კონსტუქცია დამაზადებულია მაღალი ხარისხის ფოლადისგან. ეს მასალა გათვლილია დიდ დატვირთვაზე. ფოლადი დამატებით დაფარულია პოლიმერული საღებავით, რომელიც უზრუნველყოფს ანტიკოროზიულ ეფექტს და მდგრადია ცვეთის მიმართ. მინი ხარაჩოს ფენილი ლამინირებული, ნესტგამძე ფანერისგან მზადდება, რომელიც ჩასმულია რკინის ჩარჩოში.

ამ დეტალების დამსახურებით, მინი ხარაჩოს კონსტრუქციები ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on google
Share on pinterest