პროდუქცია
პარტნიორები

ხამუთიანი ხარაჩოები

იმის მიხვედრა, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ხამუთიანი ხარაჩოს კონსტრუქციას  სახელწოდებიდანვე მარტივად შეგიძლიათ.

ხამუთიანი ხარაჩეო კონსტრუქცია შედგება მილისებრი საყრდენებისგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება დიაგონალური და ვერტიკალური დეტალებით. მათი გადაბმა კი უზრუნველყოფილია სპეციალური ხამუთებით.

ასეთი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ საყრდენებს შორის დაშორება აკონტროლოთ და ცვალოთ იმის მიხედვით, თუ რა სამუშაოს შესრულება გაქვთ გათვალისწინებული.

ხამუთიანი ხარაჩოები ძალიან მარტივი ასაწყობია. ამის გამო მნიშვნელოვნად მცირდება დანახარჯი, რომელიც მოჰყვებოდა დიდ სიმღლეზე ასაწყობად საჭირო კომპლექტაციას და ამ სამუშაოს შესრულებისთვის გასაცემ ანაზღაურებას.

ყველაზე ხშირად ხამუთიანი ხარაჩოები გამოიყენება ისტორიული ძეგლების ან კულტურულოი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რესტავრაციისთვის, რადგან ხამუთიანი ხარაჩოს საშუალებით შეგიძლიათ, მაქსიმალურად ზუსტად და აკურატულად გააკეთოთ ასეთი სამუშაო.

მრეწველობის სხვა დაგებს შორის, სადაც მოთხოვნაა მსგავს მოქნილ კონსტრუქციაზე, შეიძლება გამოვყოთ: ხიდების რემონტი და მშენებლობა, გემთმშენებლობა და ასევე კოსმოსური ინდუსტრია.

როგორ არის აგებული და რითი გამოირჩევა ხამუთიანი ხარაჩოები?

მაშ ასე, ხამუთიან ხარაჩოს აქვს კონსტრუქცია, რომელიც აწყობილია მეტალის საყრდენებითა და დამაკავშირებელი დეტალებით (დიაგონალზე და ჰორიზონტალურად), რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულია ხამუთებით.

ხამუთიანი ხარაჩოები წარმატებით გამოიყენება ფერდობებზე წარმოებულ მშენებლობებზე, ასევე რთული ფასადებისთვის, როგორებიც არის აივნები, შენობის კარნიზები, თაღები.

ასეთი კონსტრუქციის კარკასის რეგულირება ერთდროულად რამდენიმე პარამეტრით შეიძლება. მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში ცვალოთ ხარაჩოს იარუსის სიმაღლე და საყრდენებს შორის მანძილი.

ხამუთიანი ხარაჩოს განმასხვავებელი და გამორჩეული მახასიათებელია ის, რომ შეიძლება, გამოიყენოთ, როგორც სხვა კონსტრუქციის დამატება.

ხამუთიანი ხარაჩო შეგიძლიათ გამოიყენოთ 40 მეტრ სიმაღლეზე, როგორც გარე, ასევე შიდა სამუშაოებისთვის.

ეს კონსტრუქცია ერთ კვადრატულ მეტრზე 250 კგ-მდე დატვირთვას უძლებს.

სხვადასხვა სახის სამუშაოს შესასრულებლად შეიძლება ხარაჩოს კომპლექტაცია სხვადასხვა იყოს, თუმცა შეიძლება, ერთი კომპლექტი რამდენიმე სამუშაოს შესასრულებლად გამოიყენოთ.

ხამუთიანი ხარაჩოს დამაგრების პრინციპები

ხარაჩოებისთვის ხამუთების ორი სახეობა არსებობს – მოძრავი და ფიქსირებული (ყრუ).
მოძრავი ხამუთები უზრუნველყოფს საყრდენების და დამაკავშირებელი დეტალების ერთმანეთზე გადაბმას ნებისმიერი კუთხით, ხოლო ფიქსირებული ხამუთები – მხოლოდ სწორი კუთხით.

ხამუთიანი ხარაჩოს მონტაჟის ერთ-ერთი თავისებურებაა სწორედ იმის გათვალისწინება, რომ მოძრავი ხამუთები მთელი კონსტრუქციის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს და კონსტრუქციის პერიმეტრზე განაწილებული უნდა იყოს თანაბრად.  

სხვადასხვა სახეობის ხამუთების კომბინაციის გამოყენების შედეგად მიიღწევა აუცილებელი სიმყარე, რომელიც საიმედოა დაშვებული ტვირთამწეობისთვის.

ხარაჩოს საყრდენებისა და დამაკავშირებელი დეტალების გადაბმის შედეგად მიღებული კონსტრუქცია მაგრდება კედელზე გამჭედი ქანჩების (ანკერი) საშუალებით.

დადებითი მხარე: უნივერსალურია, საიმედოა, ადვილად ტრანსპორტირებადია, გარემო პირობების მიმართ ამტანია, იდეალურია რთული ფასადებისთვის.

უარყოფითი მხარე:  აწყობას დიდი დრო მიაქვს; ძვირია; ამ კონსტრუქციის ფასი ბევრ სამშნებლო კონსტრუქციის ღირებულებას აჭარბებს. სიძვირე კი გამოწვეულია ხამუთების დიდი ოდენობით გამოყენების გამო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები