პროდუქცია
პარტნიორები

სოლისებური ხარაჩო

სოლისებური ხარაჩოს სახელწოდება წარმოშობილია კონსტრუქციის ელემენტების ფიქსაციის თავიოსებურებიდან. სოლებით დამაგრების ტექნოლოგიას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა მათ შორის აღსანიშანავია: სიმყარე, დიდი ტვირთამწეობა, კონსტრუქციის  აგებისა და დაშლის სიმარტივე.


სოლისებური ხარაჩო – ეს არის ორიგინალური მოდულური კონსტრუქციის სიტემა. იგი ხასიათდება მარტივი და ძალიან მაღალი საიმედოობით გამორჩეული შეერთება-გადაბმის სისტემით.

სოლოსებრი ხარაჩოს კონსტრუქციის ასაგებად არ გამოიყენება ქანჩები. ეს კონსტრუქცია თავიდან ბოლომდე იგება სოლისებრი ჩამკეტი სამაგრებით.
სოლიოსებრი ჩამკეტები ადვილად და სწრაფად მაგრდება, თანაც, რაც მთავარია, ძალიან მყარია და კუთხეების შექმნის მიმართ მობილურია. კერძოდ კი,  ერთ კვანძზე რამოდენიმე ნახვრეტია განლაგებული, რაც ნებისმიერი კუთხით შეერთების საშუალებას იძლევა. ეს კი მთელი კონსტრუქციის თანაბარი სიმყარისა და უსაფრთხოების გარანტიაა.

კონსტრუქციაში გამოიყენება ალუმინის ელემენტები. მათი დამსახურებით სოლისებრ ხარაჩოს მცირე წონა აქვს და არ წარმოადგენს შენობისთვის ზედმეტ დატვირთვას. თანაც, სიმსუბუქე აიოლებს მის ტრანსპორტირებას, მონტაჟს და დემონტაჟს.  
სოლისებრ ხარაჩო გამოდგება ნებისმიერი გეომეტრიული ფორმის მქონე შენობაზე სამუშაოდ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ დამატებით მობოლური ხამუთების გამოყენება.  

სოლისებრი ხარაჩოს კონსტრუქცია შედგება შემდეგი ძირითადი დეტალებისგან:
ა) ვერტიკალური ფოლადის და ალუმინის დგარებისგან;
ბ) ჰორიზონტალური მზიდი ელემენტებისგნ;
გ) დიაგონალური, დამაკავშირებელი დგარებისგან;
დ) საფეხმავლო ბილიკებისგან;
ე) კიბეებისგან.
ვ) კონსტრუქციაში ასევე გამოიყენება საყრდენი დომკრატი კოჭების საყრდენებად.

ყველა ძირითადი დეტალი დამზადებულია ლითონისგან, რომელსაც აქვს პოლიმერული ფხვნილის საფარი. ასეთი ტექნოლოგიით ლითონის დაფარვა დეტალებს იცავს კოროზიისგან.
სოლისებრი ხარაჩოს კონსტრუქციაში ალუმინის დეტალებს არ იყენებენ, რადგან მას მაღალი ფასი და შედარებიტ შეზღუდული შეასძლებლობები აქვს.

სად გამოიყენება სოლისებრი ხარაჩოები?
სოლისებრი ხარაჩოები გამოიყენება ნებისმიერი ობიექტის მშენებლობის, რემონტის და რესტავრაციისთვის, რომლის სიმაღლე არ აღემატება 80 მეტრს. მათ შორის – საკონცერტო დარბაზებისა და თეატრების შიდა სამუშაოებისთვის, რადგან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, სოლისებრი ხარაჩიოს კონსტრუქცია მსუბუქია და არ წარმოადგენს საფრთხეს ფასადისა თუ ინტერიერის ელემენტებისდ დაზიანებისთვის.
სოლისებრი ხარაჩოები ასევე იდეალურად გამოდგება მონოლითური კონსტრუქციებისთვის, როგორიც არის: მაყურებელთა ტრიბუნები, სცენები, კიბე-აღმართები…

სწორედ ასეტი ტიპის დორებით კონსტრუქციებს ანიჭებენ უპირატესობას ავიამრეწველობაში და გემთმშენებლობაში.

სოლისებრი ხარაჩოს დადებითი და უარყოფითი მხარეები

დაადებითი მხარე: სოლისებრი ხარაჩოს მონტაჟს და დემონტაჟს ცოტა დრო სჭირდება;
ეს კონსტრუქცია მყარი და გამძლეა; ფასადზე ასეთი ხარაჩოს ნეგატიური ზემოქმედება მინიმალურია; საიმედო დამჭერები და მყარი მასალა უზრუნველყოფს მაღალ ტვირთგამძლეობას და ასევე, ერთდროულად რამოდენიმე ადამიანის მუშაობის საშუალებას იძლევა.

უარყოფითი მხარე: სოლისებრი კონსტრუქციის ხარაჩოებს, შეიძლება ითქვას, ერთადერთი უარყოფითი მხარე აქვს – შესაძლოა, გაჭირდეს მათი მორგება რთული რელიეფის მქონე ფასადებზე.

 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები