პროდუქცია
პარტნიორები

შტირებიანი ხარაჩო

შტირებიანი ხარაჩოეს არის მისადგმელი, მილისებრი კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის.

შტირებიანი კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლები
ეს მყარი კონსტრუქცია აგებულია სხვადასხვა ელემენტების შეერთებით, როგორიც არის: რიგელები, დგარები, საყრდენები, დამაკავშირებელი დეტალები და ანკერები.

ამ კონსტურქციაში მნიშვნელოვანია ის, რომ აქ შეერთებისთვის არ გამოიყენება  ჭანჭიკები. ყველა ელემენტი ერთმანეთთან დაკავშირებულია კაკვებით და  რკინის მუხლებით. ასეთი მახასიათებელი არა მხოლოდ აადვილებს მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესს, არამედ უზრუნველყოფს კონსტრუქციის მაღალ საიმედოობსა და უსაფრთხოებას.

ყველა ელემენტის შეერთების შემდეგ, მზა კონსტრუქცია მაგრდება კედელზე ლითონის საცობებით.
ასევე აუცილებლად კეთდება კონსტრუქციის დამიწება.

შტირებიანი ხარაჩოები გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამშენებლო, სარემონტო სარესტავრაციო, სამონტაჟო სამუშაოებისთვის. ასეთი ფართო გამოყენება განპირობებულია ამ კონსტრუქციის მაღალი საიმედოობითა, ფუნქციონალურობით და ექსპლუატაციაში კომფორტულობით.

შტირებიანი ხარაჩო კარგად უძლებს დიდ დატვირთავას. ეს არის 4-მეტრიანი დგარებისგან აგებული მზიდი კონსტრუქცია, რომლის ყოველი მეტრში ჰორიზონტალური კოჭები დამაგრებულია შტირებით. აქედან მოდის კიდეც მისი სახელწოდება.

შტირებიანი ხარაჩოს მონტაჟის თავისებურება

შტირებიენი ხარაჩოს მონტაჟისას მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად გასწორდეს და დაიტკეპნოს გრუნტი, სადაც იგი უნდა დაიდგას, ხოლო კონსტრუქციის საიმედოობისთვის, დგარები დაეყრდნოს მყარ მასალას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, პირველი იარუსი რაც შეიძლება ჰორიზონტალური იყოს, რადგან ამის შემდეგ მონტაჟის პროცესი უკვე  მარტივად გაგრძელდება.

ამ კონსტრუქციის ხარაჩოს მაქსიმალური სიმაღლე 40 მეტრია.
შტირებიან ხარაჩოს კომპლექტში არ აქვს წვრილი დეტალები, ამიტომ ტრასპორტირებისას რაღაც დეტალის გატეხვის ან დაკარგვის საფრთხე ძალიან დაბალია.

 

გამოყენების სფეროები

შტირებიანი ხარაჩო ძირითადად გამოიყენება აგურების/ფილების დაწყობისა და კედლების ამოყვანისთვის. პრინციპში, ამ საქმისთვის შეიქმნა კიდეც ასეთი კონსტრუქცია.
შტირებიან ხარაჩოს საკმაოდ ფართო ფიცარფენილები აქვს, ამის დამსახურებით კი ამ ხარაჩოზე გადაადგოლება ადვილია. აქ ადგილი რჩება როგორც ხელოსნისთვის, ისე მასალისთვის.

შტირებიანი ხარაჩო ძალიან დიდ სიმძიმეს უძლებს. მასზე თამამად შეგიძლიათ დააწყოთ აგურები, ცემენტი და ჩატეხვის არ შეგეშინდეთ.

.

შტირებიანი ხარაჩოების დადებითი და უარყოფითი მხარეები


დადებითი მხარე:
ექსპლუატაციაში კომფორტულია; შესანახად მოხერხებულია; სწრაფად ხდება მისი მონტაჟი და დემონტაჟი; მრავალჯერადად შეიძლება გამოყენება; მობილურია; მყარი, საიმედო და ხანმედეგია; მისი გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა.

უარყოფითი მხარე: თუკი შტირებიანი ხარაჩოს უარყოფით მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოყენება მოუხერხებელია რთულ ფასადებზე. თუმცა ამის გამოსწორებაც შესაძლებელია – ამისთვის შტირებიანი ხარაჩო ხამუთიან ხარაჩოსთან კომბინაციაში უნდა გამოვიყენოთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები