პროდუქცია
პარტნიორები

მოძრავი ხარაჩოს თავისებურებები და უპირატესობები

მოძრავი ხარაჩო ანუ იგივე ხარაჩო ბორბლებზე ძალიან დაგეხმაბათ სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაობის პროცესში, თანაც ისეთ ადგილებშიც კი, სადაც დამხმარე მეტალოკონსტრუქციის აწყობა ვერ მოხერხდება.

მოძრავი ხარაჩო

მსგავსი ხარაჩო პატარა ობიექტებზე მუშაობისთვის საუკეთესო საშუალებაა.

მსგავსი მობილური ხარაჩოს აწყობა მარტივია – არ სჭირდება ბევრი დამხმარე სამუშაო ძალა, თანაც ბორბლებზე ხარაჩო აბსოლუტურად საკმარისია როგორც შიდა, ასევე გარე სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის. მარტივი შესაძლებელია მოძრავი ხარაჩოს ქირაობა.

მოძრავი ხარაჩოს კონსტრუქცია და მისი თავისებურებები

  • ამ მოძრავი დამხმარე მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია მისი მობილობა და სიმსუბუქე.
  • მობილური ხარაჩოს მთელი კონსტრუქცია წარმოადგენს ფოლადის მილების ელემენტებით აწყობილ „კოშკს“, რომელსაც აქვს საყრდენი ბორბლებზე. მეტი სიმყარისთვის გამოყენებულია დამატებითი ჰორიზონტალური და დიაგონალური კავშირები.
  • ასეთ ხარაჩოს კონსტრუქციაზე ბორბლებს სპეციალური ფიქსატოები აქვს, რომლებიც საშუალებას იძლევა, თქვენ მიერ შერჩეულ ნებისმიერ ადგილას ხარაჩო საიმედოდ დააფიქსიროთ.
  • საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, მოძრავი ხარაჩო, დიდი ძალიხმევის გარეშე, შენობის მთელი ფასადის გასწვრივ გადააადგილოთ. ამასთან, ბორბლებიანი ხარაჩოს რთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებისთვის თქვენ არ დაგჭირდებათ კონსტრუქციის დაშლა და ხელახლა აწყობა.
  • როცა შენობა უსწორმასწორო რელიეფზე ან დაღმართზე დგას, ტრადიციული სტაციონარული ხარაჩოს აგება რთულია. მოძრავი, დროებითი კონსტრუქციები კი თავის ფუნქციას წარმატებით შეასრულებენ – ხარაჩოსთვის აუცილებელ სიმყარეს დასაკეცი სტაბილიზარტორები უზრუნველყოფენ, რომლებიც მოძრავი ხარაჩოს კომპლექტაციაშია.

 

მოძრავი ხარაჩოები და მათი უპირატესობები

  1. ადვილია მისი გადატანა საჭირო ადგილამდე;
  2. საიმედოდ მყარია;
  3. უსაფრთხოა;
  4. მოონტაჟი და დემონტაჟი მარტივია და ძალიან მცირე დროს მოითხოვს;
  5. მსუბუქია;
  6. გამოდგება 40 მეტრამდე შენობების სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის.

ხარაჩო

მოძრავი ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები

ბორბლებზე მოძრავი ხარაჩოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საფასადე ხარაჩოს, ექსპლუატაცია შემდეგი წესები უნდა მოხდეს:

აუცილებელია მოძრავი ხარაჩოს რეგულარული შემოწმება ამით იზრდება მისი საიმედოობის და მასზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების ხარისხი.

მოძრავი ხარაჩო

ყველა ხარაჩო აუცილებლად მაგრდება შენობის კედელთან ანკერებით (კრონშტეინებით);

დაუშვებელია მოძრავი ხარაჩოს დატვირთვა მითითებულზე მეტი სიმძიმით; 

მოძრავი ხარაჩოს გადაადგილების წინ ხარაჩოს აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ ხარაჩო მტვრისგან და ნარჩენებისგან, ასევე გაცალოთ ხარაჩოს პლატფორმაზე (იმ ადგილზე, სადაც ხელოსანი დგას) დაწყობილი ინვენტარისგან ან სამუშაო იარაღებისგან; ხარაჩოს გადაადგილებისას მასზე არ უნდა იდგეს მომუშავე პერსონალი;

არ შეიძლება მოძრავი ხარაჩოს დადგმა ელექტროობის ხაზებთან. მათ შორის მანძილი, სულ მცირე, 5 მეტრი უნდა იყოს. თუკი ამ მანძილის დაცვა შუძლებელია, მაშინ აუცილებელი ხდება იმ მონაკვეთში მუშაობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება შეწვდეს;

ცუდ კლიმატურ პირობებში (მაგალითად, ძლიერი ქარის დროს) დამხმარე კონსტრუქციებით არ მუშაობენ;

მოძრავი ხარაჩოს დემონტაჟის დროს დაუშვებელია უშუალოდ სადგომი პლატფორმის ქვეშ გაჩერება;

მაღალ სართულიან შნობაზე სამუშაოდ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს მაღალსართულიან შენობაზე მუშაობის ლიცენზია;

გარკვეული სიმაღლის ზემოთ მუშაობისას აუცილებელია, პერსონალი აღჭურვილი იყოს უსაფრთხოების ქამრებით;

დეკადაში ანუ 10 დღეში ერთხელ აუცილებელია, რომ გადასაადგილებელი ხარაჩო დეტალურად შემოწმდეს საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ფიქსირებისთვის და შემდგომი ექსპლუატაციისთვის საირო ყველა ელემენტი ვარგისიანია და მწყობრშია. 

გახსოვდეთ, რომ კი ბორბლებიანი ხარაჩო საიმედოდ არ იქნება დაფიქსირებული, ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ხარაჩოზე მდგომი ხელოსნის, ისე ირგვლივ მოძრავი ადამიანების ჯანმრთელობას.

 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები