პროდუქცია
პარტნიორები

ჩარჩოსებრი ხარაჩო

ხარაჩოს თითოეული სახეობა გამოიყენება გარკვეული სამუშაოებისთვის.
ჩარჩოსებრი ხარაჩო საუკეთესო გადაწყვეტილებაა მარტივი ფასადის მქონე შენობის მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად ან მარტივი ფასადი სარემონტო სამუშაოებისთვის.

 

ამ კონსტრუქციის მონტაჟი და დაყენება ძალიან მარტივია. თანაც, სხვა კონსტრუქციის ხარაჩოებისგან განსხვავებით – ესენია სოლისებური, შტირებიანი და ხამუთიანი, რომლებზეც ასევე დეტალურად გვექნება საუბარი, ჩარჩოსებრი ხარაჩოს ღირებულება საკმაოდ დაბალია.

ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჩარჩოსებრი ხარაჩო მაღალსართულიანი შენობებისთვის არ გამოდგება, თუმცა უკვე არსებობს ჩარჩოსებრი კონსტრუქციები, რომელთა სამუშაო სიმაღლე 60 მეტრს აღწევს, ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული დატვირთვის მაჩვენებელი კი 600 კგ-ა.

ჩარჩოსებრი ხარაჩო არის მარტივი, ვრცელი კონსტრუქცია, რომლის ჩარჩოები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.

 

ამ კონსტრუქციაში, ისევე როგორც სოლისებურ ხარაჩოში, წვრილი დეტალები არ არის, რაც მის დადებით მხარედ მიიჩნევა. ისინი არ დაიფანტება გადატანისას.

ჩარჩოსებრი ხარაჩოს მარტივი კონსტრუქცია შედგება შემდეგი მზა ნაწილებისგან:

1) ჰორიზონტალური და ვერტიკალური ჩარჩოებისგან, რომლებიც ფოლადის მილებისგან არის დამზადებული;

2) დიაგონალური და ვერტიკალური მილისებრი მომჭიმებისგან;

3) მარტივი ან ხრახნიანი ფეხებისგან, რომლებიც იძლევა საშუალებას, ხარაჩო არასწორ ზედაპირზეც კი დადგეს;

4) ხის ფიცარფენილებისგან ან იატაკისგან;

5) რამოდენიმე სხვა ელემენტისგან.

 

ფოლადის მილები, რომლებიც კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს, დაფარულია ანტიკოროზიული ხსნარით,

 

სად გამოიყენება ჩარჩოსებრი ხარაჩოები?

ჩარჩოსებრი ხარაჩო შეიძლება გამოიყენონ:

ა) მსხვილი სამშენებლო ობიექტების მშენებლობაზე;

ბ) შენობის შიდა, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის;

გ) ჩარჩოსებრი ხარაჩოს გამოყენების არეალი ასევე მოიცავს აგურითა და ბლოკით მშენებლობას და ფასადის მოწყობით სამუშაოების შესრულებას.

დ) სცენის აწყობისას ღია საკონცერტო სივრცისთვის, მაგალითად, ქალაქის მოედანზე ან სტადიონზე;

ე) მინის ფასადის მოტაჟისა და მომსახურებისთვის;

ვ) სხვადასხვა სარეკლამო კონსტუქციების მონტაჟისას;

 

დადებით მხარე: მსუბუქი წონა და მონტაჟის სიმარტივე;

უარყოფითი მხარე: რთულია მისი გამოყენება არასტანდარტული ფორმის ფასადზე.

ექსპლუატაციის წესები

პირველი წესი – ამ კონსტრუქციის ექსპლუატაციაში გაშვება ნებადართულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი სრულყოფილად იქნება აწყობილი!

უნდა შემოწმდეს:
რამდენად სწორად არის აწყობილი კარკასი და გადაბმის ადგილები;
რამდენად სანდოა კარკასის დაყრდნობა საყრდენ ბაზაზე;
რამდენად სწორად არის მიმაგრებული კედელზე;
არის თუ არა უზრუნველყოფილი დამიწება;
არის თუ არა უზრუნველყოფილი ორმაგი შემოღობვა სამუშაო პროცესის უსაფრთხოებისთვის.


ჩარჩოსებრი ხარაჩოების ექსპლუატაციის პროცესში რეკომენდებულია:

ა) ხარაჩო სისტემატურად გაასუფთაოთ ნარჩენებისგან;

ბ) ზამთრის პერიოდში ხარაჩო სისტემატურად გაასუფთაოთ თოვლისგან;

გ) ყინვაში მოლიპულ ფიცარფენილებზე დაყაროთ ქვიშა;

დ) კარკასზე დატვირთვამ არ უნდა გადააჭარბოს დაშვებულ ზღვარს.

 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები