პროდუქცია
პარტნიორები

ბეტონის ყალიბი (აპალუბკა) – დანიშნულება და სახეობები

დღეს ბევრი შენობა მონოლითური წესით შენდება, როცა კედლები და ტიხრები ბეტონის ჩასხმის გზით აიგება. თუმცა ბეტონის დაყალიბება და გამყარება დროს მოითხოვს. სწორედ ბეტონის დაყალიბებისა და გამყარებისთვის ნებისმიერი სახის მშენებლობაში გამოიყენება ყალიბი (აპალუბკა / აპალოვკა).

რა არის ბეტონის ყალიბი?

ბეტონის ყალიბი – არის ყალიბის სპეციალური კონსტრუქცია. რომელიც კეთდება იმ მიზნით, რომ გააჩეროს ბეტონი, ვიდრე მასა გამყარდება. აქედან გამომდინარე, ალბათ ნათელი იქნება, რომ მშენებლობის პროცესში ბეტონის ყალიბის (აპალოვკა) მთავარი და ნომერ პირველი სამიზნეა შენობის საძირკველი.

საძირკვლის გარდა, ბეტონის ყალიბს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანებიც აქვს:

  • ყალიბში ჩასხმული ქვიშა-ცემენტის ხსნარი გამყარების შემდეგ არ დაიფშვნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყალიბი ინახავს ფორმას და სწორ გეომეტრიულ ზომებს;
  • ყალიბი ასრულებს დამატებითი დამცავის როლს ნალექების, წყლის, თოვლის, ქარის და სხვა აგრესიული გარემოპირობებისგან.
  • ზრდის შენობის სეისმომედეგობას;
  • ზრდის შნობის საომედოობას და ექსპლუატაციის ვადას 100 წლამდე და მეტით.

ბეტონის ყალიბს მშენებლები იყენებენ არა მხოლოდ სძირკვლის, არამედ მონოლითული კედლების ასაგებად.

ამ ტექნოლოგიის საშუალებით სახლის მშენებლობის მთელი პროცესი მიდის იქამდე, რომ შენობის შიგნით კედლის კონსტრუქციების ასაგებად მხოლოდ ბეტონის ყალიბში ჩასხმაა საჭირო, თავად ყალიბი კი პირდაპირ სამშენებლო მოედანზე იწყობა.

მონოლითურ მშენებლობას ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის:

  1. სისწრაფე – ასეთი ტექნოლოგიით სახლები მოკლე დროში შენდება;
  2. მონოლითური სახლების აშენება ბეტონის ყალიბის (აპალუბკის) გამოყენებით, შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს – 20 გარდუს ყინვაშიც კი;
  3. მონოლითური მშნებლობის თვითღირებულება ძალიან დაბალია – თანამედროვე ყალიბები საკმაოდ მსუბუქია და, აქედან გამომდინარე, ყალიბების საშუალებით კედლების აგებას არ სჭირება ბევრი მუშახელი;

ბეტონის ყალიბი, კლასიფიკაციის მიხედვით, ძირითადად, 2 სახეობის არსებობს:

მოუხსნელი ყალიბი – ყალიბი ფუნდამენტის ან კედლის ნაწილი ხდება. ასეთი ყალიბები, უმეტესწილად, კერძო სახლების ან დაბალსართულიანი შენობების მშენებლობაში გამოიყენება. მრავალსარულიანი მასშტაბური ნაგებობებისთვის კი ეს სახეობა ძვირი ჯდება;

მოსახსნელი ყალიბი – ყალიბის კონსტრუქცია ექვემდებარება დემონტაჟს მას შენდეგ, რაც ბეტონი გამყარდება; ასეთი ყალიბი მრავალჯერადი გამოყენებისთვის არის განსაზღვრული.

 რა მასალისგან მზადდება ბეტონის ყალიბი (აპალოვკის მასალა)?

ბეტონის ყალიბის ფორმის დასამზადებლად სხვადასხვა მასალას იყენებენ. მთავარი მოთხოვნა, რასაც ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს, ეს არის – გამძლეობა და სიმტკიცე დეფორმაციის მიმართ.

მოუხსნელი ყალიბები

მონოლითური კედლების ნაწილი ხდება, ძირითადად, მზადდება შემდეგი მასალებისგან:

  • პენოპოლისტიროლი – ამ პოლიმერულ მასალას ახასიათებს კარგი თბოიზოლაციური თვისებები. იწარმოება ღრუ ბლოკების ან ფილების ფორმით. მათ აწყობენ პროექტის მიხედვით. ერთმანეთს უკავშირდება სპეციალური სამაგრებით. პენოპოლისტიროლის ყალიბი გამოირჩევა იმით, რომ დამატებით ათბობს კედლებს;
  • ფიბროლიტი – ეს მასალა შედგება 70% მერქნის ბურბუშელისა და 30% ცემენტის ხსნარისგან. ეს ნარევი გამოირჩევა სიმტკიცითა და თბოოეფექტურობით;
  • მერქან ბურბუშელოვანი ფილა (დეესპე) და ორიენტირებულბურბუშელოვანი ფილა (OSB იგივე „კანადური ფანერა“) – ეს ფილებიც გამოიყენება მოუხსნელი ყალიბისთვის. ასეთი ბურბუშელოვანი ფილებისთვის დამახასიათებელია ღარების არსებობა, რომლებშიც თავსდება დასათბუნებელი მასალა – ქაფპლასტი (პენოპლასტი) ან ქვაბამბა.

მოსახსნელი ყალიბები

ყალიბების ასეთი კონსტრუქცია შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც მრავალჯერადად, ასევე ერთჯერადად.
ერთჯერადი მოსახსნელი ბეტონის ყალიბი, როგორც წესი, გამოიყენება ბოძების ჩამოსასხმელად და იწარმოება სამშენებლო მუყაოსგან. ბეტონის ხსნარის გამყარების შემდეგ მუყაოს ყალიბი იხსნება და ხდება მისი  უტილიზაცია – გადამუშავება ხელმეორედ გამოსაყენებლად.

მოსახსნელი ყალიბები, რომლებიც შეიძლება მრავალჯერადა იქნეს განმოყენებული, მზადდება შემდეგი მასალებისგან:

  • ლამინირებული ფანერა – ასეთი ფანერისგან დამზადებული დაფები გამოიყენება ფორმების ასაწყობად საძირკვლისთვის ან კედლებისთვის. ფანერაზე პოლიმერისგადატანა (ლამინირება) ხელს უწყობს საექსპლუატაციო ვადის გაზრდას;
  • ლითონი – ქარხნული წარმოების კომპლექტები მზადდება ფოლადისგან ან ალუმინისგან. ფოლადის მოდელები უფრო მყარია, თუმცა კოროზიის მიმართ სუსტია და მძიმე წონით გამოირჩევა. ალუმინისგან დამზადებული ყალიბის კონსტრუქცია უფრო მსუბუქია, თუმცა ისინი ადვილად დეფორმირდება და, ფაქტობრივად, არ ექვემდებარება შეკეთებას.
  • პოლიმერული მასალები (პლასტიკი, მინაპლასტიკი) – პლასტიკის კონსტრუქციები დიდი ხანი არ არის, რაც სამშნებლო ბაზარზე გამოჩნდა. პოლიმერული მასალისგან დამზადებული ყალიბები, მართალია, სიმტკიცით ლითონისასჩამოუვარდება, თუმცა ნაკლები წონა აქვს და მდგრადია კოროზიის მიმართ.
  • ფიცრები – ყველაზე მარტივი სახეობაა ფიცრებისგან აწყობილი ყალიბი (ფიცრების აპალოვკა). მისი მთავარი უპირატესობაა სიიაფე და აწყობა/დაშლის სიმარტივე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ, ზედმეტი სიგრძე აწყობის პროცესშივე მოახერხოთ.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on google
Share on pinterest