პროდუქცია
პარტნიორები
სამშენებლო ხარაჩოს ყიდვა და შერჩევა

ხარაჩოს ყიდვა და შერჩევა – ხშირად დასმული კითხვები

დავიწყოთ იმით, რომ ხარაჩოების სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება მასალით ან კონსტრუქციის მიხედვით. ამ სახეობების შესახებ ინფორმციის მიღება ხელს შეგიწყობთ, რომ უფრო ადვილად მიაგნოთ და შეარჩიოთ თქვენს სამუშაოზე ოპტიმალურად მორგებული ვარიანტი, როცა ხარაჩოს ყიდვა ან ხარაჩოს ქირაობა გსურთ. იმის გამო, რომ სხვადასხვა სახეობის ხარაჩოს ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ზედმეტად აღარ დაიხარჯებით და მარტივი სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისთვის რთული და დიდი ხარაჩოს ყიდვას ან ქირაობას ასცდებით.

როცა ხარაჩოს არჩევთ, მხედველობაში უნდა გქონდეთ თუ რა სიმაღლეზე ტარდება სამშენებლო ან სარემონტო/სარესტავრაციო სამუშაოები.
ხარაჩოს შესარჩევად მეორე მნიშვნელოვანი პირობაა – რა სირთულის სამუშაოებია დაგეგმილი. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შენობის არქიტექტურა; რელიეფი; ფასადის დიზაინის რტლი ელემენტები და სხვ.;

რა სახეობის ხარაჩოები არსებობს და რას გვაძლევს ამის ცოდნა?

კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ხარაჩოს შემდეგი სახეობები: ხამუთიანი ხარაჩო, ჩარჩოვანი ხარაჩო, შტირებიანი ხარაჩო, სოლისებური ხარაჩო.

    • ხამუთიანი ხარაჩო – გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა სამუშაოებისთვის და ძალიან მოხერხებული ვარიანტია არასტანდარტული ფასადებისთვის;
    • ჩარჩოვანი ხარაჩო – ეს კონსტრუქცია ყველაზე იაფი და,შესაბამისად, ყველაზე მოთხოვნადია. ჩარჩოვანი ხარაჩოს მსუბუქი წონა საშუალებას იძლევა, მარტივად იქნეს გამოყენებული ცალკეული სამუშაოებისთვის;
    • შტირებინი ხარაჩო – ეს უკვე ძალიან სერიოზული კონსტრუქციაა, რომელიც მძიმე ტვირთს უძლებს – 200-დან 500 კგ-მდე ერთ კვ.მ.-ზე. მას იყენებენ როგორც სამშენებლო, ასევე სარემონტო და ფასადის სარესტავრაციო  სამუშაოებისთვის;
    • სოლისებური ხარაჩო – ეს არის კონსტრუქცია დიდი ტვირთამწეობით და მცირე წონით. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე, რომლის სიმაღლე არ აღემატება 80 მეტრს. სოლისებური ხარაჩო საუკეთესო ვარიანტია ისეთი მონოლითური კონსტრუქციებისთვის, როგორებიც არის, მაგალითად, მაყურებელთა ტრიბუნები, სცენები და ა.შ.

 რა მასალისგან მზადდება ხარაჩო?

მასალის მიხედვით ხარაჩო ორი სახეობისაა: ხის ხარაჩო და ლოთონის ხარაჩო. ორივე მათგანის სისტემის სტრუქტურული კონსტრუქცია საფეხურები/იარუსებია. ორივე სახეობა გამოიყენება როგორც შენობების ასაგებად და გარე მოსაპირკეთებელი ან სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, ასევე შენობის შიდა პერიმეტერზე – მაგალითად, რემონტის დროს.

გარდა ამისა, ქარხნული წარმოების ლითონის ხარაჩო, თავის მხრივ, იყოფა ორ სახეობად:

  • ინვენტარული ანუ ტიპური, რომელიც მზადდება მწარმოებელი ქვეყნის სახელმწიფო სტანდარტის მკაცრი დაცვით. შესაბამისი სტანდარტი მითითებულია ხარაჩოს პასპორტში;
  • არაინვენტარული, რომელიც იქმნება ინდივიდუალური პროექტის მიხედვით და აქვს შეზღუდვები სიმაღლეზე.

რამდენად რთულია ხარაჩოს აწყობა?

ხარაჩოს აწყობა-დაშლის სირთულე დამოკიდებულია კონსტრუქციის თავისებურებებზე. მონტაჟის მხრივ არსებობს რამოდენიმე ვარიანტი:

  1. დამოუკიდებლად მდგომი ხარაჩო, რომელიც გამაგრებულია საყრდენებით და სამაგრებით);
  2. მისადგმელი ხარაჩო, რომელიც შეიძლება ანკერებით მიმაგრდეს შენობის კედელზე);
  3. დაკიდული ხარაჩო, რომელიც ტროსებით არის ჩამოკდებული კრონშტეინებზე და ეს საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო ხარაჩოს საყრდენად გრუნტი არ გამოდგება;
  4. და მობილური ანუ მოძრავი ხარაჩო, რომელიც გამოიყენება როგორც ამაღლებული სამუშაო პლატფორმა მშენებლობაზე სხვადასხვა სიტუაციებში სამუშაო ადგილისადმი უსაფრთხო მისადგომის შესაქმნელად.

აქ ჩამოთვლილი ხარაჩოების ნებისმიერი ვარიანტი არის კონსტრუქცია, რომლის აწყობის პროცესისა და პარამეტრების მიმართ კანონმდებლობას მკაცრი მოთხოვნები აქვს. აღნიშნული მოთხოვნები კი განპირობებულია,  უსაფრთხო გარემოპირობების შესაქმნელად სიმაღლეზე მუშაობისთვის.

ხარაჩოები დამონტაჟებული უნდა იყოს მყარ საფუძველზე. რომელიც გაუძლებს ხარაჩოს სიმძიმეს, ისე – მასზე დაწყობილ ტვირთს ან სხვა გზით უნდა იყოს სტაბილური (მაგ. დაკიდებული ხარაჩო); ხარაჩოებამდე მისასვლელი უნდა იყოს უსაფრთხო; ხარაჩოებზე ასასვლელი კიბე მყარად უნდა იყოს დამაგრებული და ჰქონდეს მყარი ხელმოსაკიდი.

რა სიმაღლის სამუშაოებისთვის გამოიყენება ხარაჩო-კიბე?

ხარაჩო-კიბეს ანუ იგივე კიბე-ტრანსფორმერს შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს.

არსებობს, მინიმუმ 3-საფეხურიანი და მაქსიმუმ, 10 საფეხურიანი ხარაჩო-კიბეები. საფეხურებს შორის მანძილი, დაახლოებით, 30 სანტიმეტრია, ამიტომ ასეთი ხარაჩოს გამოყენება შეიძლება 4 მეტრ სიმაღლემდე სამუშაოებისთვის.

ხარაჩო-კიბე საუკეთესო ვარიანტია სამღებრო, საბათქაშე სამუშაოებისთვის და წვრილ-წვრილი საქმეებისთვის, როგორიც არის: ფარდების დაკიდება, ჭაღის გაწმენდა, თუნდაც – კარადის თავზე რაღაცების შემოდება და ა.შ.;

ხარაჩო კიბეს თუ შეიძენთ, ამით ბევრ საყოფაცხოვრებო საქმეს გაიმარტივებთ – ნათურის შეცვლიდან დაწყებული შპალერის გაკვრით დამთავრებული.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on google
Share on pinterest