იმის გასარკვევად, თუ როგორი ხარაჩო დაგჭირდებათ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, თუ რა სამუშაოები და რა პერიოდში გაქვთ ჩასატარებელი სამშენებლო ობიექტზე, როგორი კონსტრუქციის არის შენობა და სხვ.
ხარაჩო აუცილებლად უნდა იყოს მოხერხებული, გამძლე და უსაფრთხო, რათა დასაქმებული მუშა-ხელი მაქსიმალურად დაცული იყოს ჩამოვარდნისა და დაზიანებისგან.
როცა თქვენ აპირებთ, შეიძინოთ ან, სულაც, იქირაოთ ხარაჩო, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
ა) საიმედოობა;
ბ) სწრაფი მონტაჟის საშუალება;
გ) მცირე წონა;
დ) რკინის ელემენტები აუცილებლად შეღებილი უნდა იყოს ემალით;
ე) ფიცარნაგები კი გაკეთებული უნდა იყოს ისეთი დაფებისგან, რომლებიც დამუშავებულია ანტისეპტიკური ხსნარით.

ზოგადად, ანსტისეპტიკით დამუშავება უზრუნველყოფს ხარაჩოს გამძლეობას, კერძოდ კი იმას, რომ ხარაჩო არ დალპეს ან არ დაჟანგდეს. შედეგად კი საიმედო იყოს და დიდხანს გამოდგეს ექსპლუატაციისთვის.
დღესდღეობით ამ პროდუქტის საკმაოდ დიდი ასორტიმეტია წარმოდგენილი ბაზარზე.
თქვენ შეგიძლიათ შარჩიოთ ხარაჩოები როგორც ფასადური სამუშაოებისთგვის, ასევე შიდა სამუშაოებისთვის.
ამასთან, იმის მიხედვით, თუ რა სიმაღლეზე და რა სირთულის სამუშაოებია ჩასატარებელი, არსებობს ხარაჩოების კონკრეტული სახეობები.
მათ შორის ძირითადია ოთხი კონსტრუქცია: ჩარჩოსებრი, სოლისებური, შტირებიანი, ხამუთიანი.
1) ჩარჩოსებრი – მის შემადგენლობაში შედის მყარი ჩარჩო და ოთხი თარო, რომლებიც ერთმანეთს შემაერთებელი ელემენტებით უმაგრდება. ასეთი კონსტრუქცია მსუბუქი და იაფია. ჩარჩოსებრ კონსტრუქციის, ძირითადად, იყენებენ ცალკეული სამუშაოებისთვის.
2) სოლისებური – სოლისებური ხარაჩოების მტავარი განმასხვავებელია კონსტრუქციის შეერთების ელემენტები – კერძოდ კი, სოლები, რომლებიც წინასწარ გაკეთებულ ღარებში თავსდება.
3) შტირებიანი – ეს სერიოზული მოწყობილობაა, რომელსაც, ჩარჩოსებრი კონსტრუქციისგან განსხვავებით, შეუძლია, გაუძლოს 200-დან 500 კგ-მდე ტვირთს ერთ კვ. მეტრზე. მისი დაშლა და აწყობა მარტივია. გამოდგება მრავალი დანიშნულებით – სამშენებლო, სარემონტო, ფასადის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის.
4) ხამუთიანი – ამ კონსტრუქციის აწყობა მარტივად შეიძლება როგორც ფასადზე, ასევე შენობის შიგნით. თანაც ხამუთებით დამაგრების სისტემა, რომელიც მას გააჩნია, უნივერსალურია და არასტანდარტული ფასადებისთვის საუკეტესო გადაწყვეტიოლებაა.
შედარებით გვიან დაიწყეს კოშკურა ხარაჩოების წარმოება.
იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სფერო დღითიდღე ვითარდება, სულ უფრო იზრდება ხარაჩოების წარმოება და უფრო მრავალფეროვანი სახეობები გვხვდება.
შერჩევისას, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მიიღოთ თქვენი ფინანსური შეასძლებლობებიც.

სხვადასხვა სახეობის ხარაჩოს ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ თითოეული სახეობა გათვალისწინებულია გარკვეული სირთულის სამუშაოსთვის. ხარაჩოების სხვავდასხვა სახეობას ასევე ძალიან განსხვავებული აქვს სამუშაო სიმაღლე, კონსტრუქციის ელემენტების დასამაგრებელი საშუალებები, მასალა, კიბეები. ამასთან, ხარაჩოს ზოგ სახეობას შეიძლება ისე შეუცვალით ფორმა, რომ შენობის კონსტრუქციას მოარგოთ.
თუმცა არის ერთი რამ, რომელიც ნებისმიერ ხარაჩოს უნდა ჰქონდეს – დამიწება. ის ხარაჩოზე მომუშავე ადამიანს მეხის დაცემისგან იცავს!