პროდუქცია
პარტნიორები

სამშენებლო ხარაჩო

20 წელი თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე:

ჩვენი კომპანია, გთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ხარაჩოების ფართო ასორტიმენტს ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოსთვის,  იქნება ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, თუ მყუდრო ორ სართულიანი სახლი ქალაქთან ახლოს. უმაღლესი ხარისხის მასალის გამოყენებით, ჩვენი ხარაჩოები უზრუნველყოფენ საიმედო და უსაფრთხო სამუშაო პლატფორმას, რომლის გარანტიც არის არა ჩვენი სიტყვა, არამედ ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანიების მიერ 300-ზე მეტი დასრულებული პროექტი.

რატომ ჩვენ

უსაფრთხოება

ჩვენი ხარაჩოები დამზადებულია ევროპული BS EN 12811-1 სტანდარტის მიხედვით, რაც უზნრუნველყოფს მაქსიმალურ საიმედოობას და უსაფრთხოებას.

ფართო არჩევანი​

ჩვენთან შეგიძლიათ საჭიროებისამებრ შეიძინოთ 4 სახეობის ხარაჩო, რომელიც ნებისმიერი პროექტის მშენებლობას მოერგება. ხარაჩოს შერჩევაში კი, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან.

ხარისხი

ხარაჩოები მზადდება ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით - უმაღლესი ხარისხის მეტალისა და ხისგან, რაც მრავალწიანი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა.

სოლისებური ხარაჩო

გაიგე მეტი

შტირიანი ხარაჩო

გაიგე მეტი

ჩარჩოსებრი ხარაჩო

გაიგე მეტი

ხამუთიანი ხარაჩო

გაიგე მეტი

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვართ უმსხვილესი და ყველაზე სანდო ხარაჩოების მომწოდებელი, რომელიც დღეისთვის 100-მდე კომპანიას ემსახურება მთელი ამიერკავკასიის ფარგლებში. 1999 წლიდან მოყოლებული მომხმარებლებზე ზრუნვით და ინოვაციებისადმი სიყვარულით მივდივართ წინ – 2018 წელს კი ხარაჩოების საერთაშორისო ასოციაციის „INMBK” ჯგუფის   საპატიო წევრი გავხდით.
 დღეისთვის ჩვენი კომპანია აგრძელებს წინსვლას დასახული მიზნისკენ, – რომ ვიყოთ საუკეთესოები ინდუსტრიაში და დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს მწვერვალების დაპყრობაში.

სამშენებლო ხარაჩო – რისგან შედგება:

ხარაჩო – ეს არის ერთი ან მრავალიარუსიანი დროებითი დამხმარე კონსტრუქცია სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებისათვის.

მისი გამოყენება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში დაიწყეს, როცა საჭირო გახდა მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც მშენებლები სიმაღლეზე ავიდოდნენ და სამშენებლო სამუშაოებს ჩაატარებდნენ.

თავდაპირველად ხარაჩოებს ხის ძელებისგან და ფიცრებისგან ამზადებდნენ, თუმცა ხისგან დამზადებული ხარაჩოები სრულყოფილად საიმედო დასაყრდენი არ იყო, ამიტომ დროსთან და ტექნიკურ პროგრესთან ერთად, დაიწყეს ამ კონსტრუქციების აგება სხვადასხვა მასალებისგან, რომელთა ძირითადი შემადგენელი ლითონია.
ამ მხრივ გაუმჯობესებული ხარაჩოები მშენებელთა სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის უფრო საიმედო გახდა.

დღეს ხარაჩოებზე დგომისა და მუშაობისთვის არსებობს უსაფრთხოების სპეციალური ნორმები და წესები, რომელთა დაცვა სავალდებულოა.

დღესდღეობით ხარაჩოები შეიძლება  მთლიანად გასდევდეს ირგვლივ სამშენებლო თუ სარემონტო ობიექტს და ამით უფრო უსაფრთხო გახადოს დიდ სიმაღლეზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

ხარაჩო შედგება ვერტიკალური დგარებისა და ფიცარფენილისაგან.

ხარაჩოში გამოყენებული ლითონის დეტალები და აღჭურვილობა მზადდება შესაბამისი მასალისგან.

ისეთი ზომისა და კონსტრუქციის უნდა იყოს, რომ დასაქმებული დაცული იყოს ჩამოვარდნისაგან და ასევე, სამშენებლო ხელსაწყოებისა თუ მასალის ნარჩენების ჩამოცვენისგან.

ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმული ფიცრებისგან ან ლითონის ფურცლებისგან არის დამზადებული და ისეა გამყარებული, რომ გამოირიცხოს მათი გამოძრავება.

საკმარისად მყარი, სათანადო და უსაფრთხო უნდა იყოს.

ხარაჩოებს ერთმანეთისგან განასხვავებენ დამზადებისთვის გამოყენებული მასალის სახეობის (ლითონის, ხის) ან საყრდენების კონსტრუქციების (ჩარჩოსებრი, დგარიანი, შტირიანი, ხამუთიანი) მიხედვით.

ლითონის ხარაჩო იწარმოება ფოლადის ან ალუმინის მილებისგან სამრეწველო მეთოდით. მისი ორ ძირითადი ვარიანტია – ჩარჩოსებრი კონსტრუქციის და მოდულური კონსტრუქციის.

ლითონისგან დამზადებული ნებისმიერი კონსტრუქციის ხარაჩო მოითხოვს კედელზე გამჭედი ქანჩებით, იგივე ანკერებით დამაგრებას. მაქსიმალური სიმაღლე, როცა შეიძლება ხარაჩო არ მიმაგრდეს კედელზე, არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს. თანაც, ზედაპირი, რომელზეც ხარაჩო დგას, იდეალურად ჰორიზონტალური უნდა იყოს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს გასასვლელი წვიმის წყლისთვის. ამ წესების დაცვის გარეშე ხარაჩო შეიძლება გადაიხაროს და მთელი კონსტრუქცია ჩამოიშალოს კიდეც.

იმის გასარკვევად, თუ როგორი ხარაჩო დაგჭირდებათ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, თუ რა სამუშაოები და რა პერიოდში გაქვთ ჩასატარებელი სამშენებლო ობიექტზე, როგორი კონსტრუქციის არის შენობა და სხვ.

ხარაჩო აუცილებლად უნდა იყოს მოხერხებული, გამძლე და უსაფრთხო, რათა დასაქმებული მუშა-ხელი მაქსიმალურად დაცული იყოს ჩამოვარდნისა და დაზიანებისგან.

როცა თქვენ აპირებთ, შეიძინოთ ან, სულაც, იქირაოთ ხარაჩო, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

ა) საიმედოობა;

ბ) სწრაფი მონტაჟის საშუალება;

გ) მცირე წონა;

დ) რკინის ელემენტები აუცილებლად შეღებილი უნდა იყოს ემალით;

ე) ფიცარნაგები კი გაკეთებული უნდა იყოს ისეთი დაფებისგან, რომლებიც დამუშავებულია ანტისეპტიკური ხსნარით.

ზოგადად, ანსტისეპტიკით დამუშავება უზრუნველყოფს ხარაჩოს გამძლეობას, კერძოდ კი იმას, რომ ხარაჩო არ დალპეს ან არ დაჟანგდეს. შედეგად კი საიმედო იყოს და დიდხანს გამოდგეს ექსპლუატაციისთვის.

დღესდღეობით ამ პროდუქტის საკმაოდ დიდი ასორტიმეტია წარმოდგენილი ბაზარზე.  
თქვენ შეგიძლიათ შარჩიოთ ხარაჩოები როგორც ფასადური სამუშაოებისთგვის, ასევე შიდა სამუშაოებისთვის.

ამასთან, იმის მიხედვით, თუ რა სიმაღლეზე და რა სირთულის სამუშაოებია ჩასატარებელი, არსებობს ხარაჩოების კონკრეტული სახეობები.
მათ შორის ძირითადია ოთხი კონსტრუქცია: ჩარჩოსებრი, სოლისებური, შტირებიანი, ხამუთიანი.

1) ჩარჩოსებრი – მის შემადგენლობაში შედის მყარი ჩარჩო და ოთხი თარო, რომლებიც ერთმანეთს შემაერთებელი ელემენტებით უმაგრდება. ასეთი კონსტრუქცია მსუბუქი და იაფია. ჩარჩოსებრ კონსტრუქციის, ძირითადად, იყენებენ ცალკეული სამუშაოებისთვის.

2) სოლისებური – სოლისებური ხარაჩოების მტავარი განმასხვავებელია კონსტრუქციის შეერთების ელემენტები – კერძოდ კი, სოლები, რომლებიც წინასწარ გაკეთებულ ღარებში თავსდება.

3) შტირებიანი – ეს სერიოზული მოწყობილობაა, რომელსაც, ჩარჩოსებრი კონსტრუქციისგან განსხვავებით, შეუძლია, გაუძლოს 200-დან 500 კგ-მდე ტვირთს ერთ კვ. მეტრზე.  მისი დაშლა და აწყობა მარტივია. გამოდგება მრავალი დანიშნულებით – სამშენებლო, სარემონტო, ფასადის სარესტავრაციო  სამუშაოებისთვის.

4) ხამუთიანი – ამ კონსტრუქციის აწყობა მარტივად შეიძლება როგორც ფასადზე, ასევე შენობის შიგნით. თანაც ხამუთებით დამაგრების სისტემა, რომელიც მას გააჩნია, უნივერსალურია და არასტანდარტული ფასადებისთვის საუკეტესო გადაწყვეტიოლებაა.

შედარებით გვიან დაიწყეს კოშკურა ხარაჩოების წარმოება.

იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო სფერო დღითიდღე ვითარდება, სულ უფრო იზრდება ხარაჩოების წარმოება და უფრო მრავალფეროვანი სახეობები გვხვდება.

შერჩევისას, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მიიღოთ თქვენი ფინანსური შეასძლებლობებიც.

სხვადასხვა სახეობის ხარაჩოს ფასი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ თითოეული სახეობა გათვალისწინებულია გარკვეული სირთულის სამუშაოსთვის. ხარაჩოების სხვავდასხვა სახეობას ასევე ძალიან განსხვავებული აქვს სამუშაო სიმაღლე, კონსტრუქციის ელემენტების დასამაგრებელი საშუალებები, მასალა, კიბეები. ამასთან, ხარაჩოს ზოგ სახეობას შეიძლება ისე შეუცვალით ფორმა, რომ შენობის კონსტრუქციას მოარგოთ.
თუმცა არის ერთი რამ, რომელიც ნებისმიერ ხარაჩოს უნდა ჰქონდეს – დამიწება. ის ხარაჩოზე მომუშავე ადამიანს მეხის დაცემისგან იცავს!

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

პროდუქცია
პარტნიორები